დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირიდან შემოსულ საქონელზე 30%-იანი ტარიფი დააწესა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობითი ფორმით აცნობა.

წერილში საუბარია „ხანგრძლივ სავაჭრო დეფიციტზე“. ტრამპი ასევე წერს, რომ საპასუხო ტარიფების შემოღების შემთხვევაში, ევროპული საქონლისთვის დაწესებულ გადასახადს კიდევ უფრო გაზრდის.