ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე 14 ივლისს აშშ-ში ჩავა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ხვალ, 14 ივლისს აშშ-ში ჩავა.

რუტე ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრება.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს რუტე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტსა და კონგრესის წევრებს შეხვდება.