მთავარი
მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს
- Details
- By iaiaia
- Hits: 91
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ტრამპი დიდ ბრიტანეთში 17 სექტემბერს ჩავა.
„მისი უდიდებულესობა მეფე პრეზიდენტს და ქალბატონ ტრამპს უინძორის ციხესიმაგრეში უმასპინძლებს“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.
აშშ-ის პრეზიდენტი თანამედროვეობის პირველი არჩეული პოლიტიკური ლიდერი იქნება, რომელსაც ბრიტანელმა მონარქებმა ორი სახელმწიფო ვიზიტით უმასპინძლეს.
შეგახსენებთ, დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრამპი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბუკინგემის სასახლეში 2019 წლის ივნისში, მისი პირველი ვადის დროს მიიღო.
