2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მოიმატა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ზრდა 0.02% დაფიქსირდა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ზრდის მთავარი განმაპირობებელი სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.1%-იანი ზრდა იყო, რაც მშენებლობის საერთო ინდექსზე 3.87 პროცენტული პუნქტით აისახა.
გარდა ამისა, მანქანა-დანადგარების ხარჯების 5.3%-იანი მატებამ ინდექსში დამატებით 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
რაც შეეხება თვიურ ცვლილებას, აგვისტოში ინდექსის 0.02%-იანი ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 1.2%-იანი მატებით (0.1 პპ).
სეგმენტების მიხედვით აგვისტოს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი:
თვიური ზრდა: +0.4%
წლიური ზრდა: +8.9%
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი:
თვიური ცვლილება: -1.4%
წლიური ზრდა: +4.0%
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი:
თვიური ზრდა: +0.1%
წლიური ზრდა: +0.3%