$126,200 – ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

გლობალური საფონდო ბირჟის აღმასვლის ფონზე, ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 126,200 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 4 ტრილიონ 260 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, მისი ფასი $4,700-ის ფარგლებშია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $562 მილიარდს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბიტკოინის რეკორდული ზრდის ფონზე, მკვეთრადაა გაზრდილი სოლანას, კარდანოს და სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება, რაც ინსტიტუციური ინტერესით, შემსუბუქებული რეგულაციებით და ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკით არის განპირობებული.