საქსტატის მონაცემებით, თბილისში ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონება 2020 წელთან შედარებით 57%-ით არის გაძვირებული.
კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 7% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის ინდექსი შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
კერძო სახლების შემთხვევაში, 2020 წელთან შედარებით 61.4%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ბინების სეგმენტში 54.5%-იანი.