ნოემბერში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი - შემცირდა

2025 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 44%-ით, ანუ 239 მილიონი დოლარით, 782 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებიდან ხდება ცნობილი.

ამასთან, საქსტატის თანახმად, ნოემბერში შემცირდა იმპორტის ოდენობა 1.4%-ით და ჯამურმა იმპორტმა 1.45 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 11 თვის ჯამურ მაჩვენებლებს, საქართველოს ექსპორტი 6.61 მილიარდი დოლარი იყო (წლიური ზრდა 10%), იმპორტი კი 16.6 მილიარდი დოლარი (ზრდა 9.3%).

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.