2025 წლის 11 თვეში საქართველოში $3.3 მილიარდი გადმორიცხეს - რომელი ქვეყნები ლიდერობენ

2025 წლის 11 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5%-ით, ანუ 232 მილიონი დოლარით მეტია.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც 619 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიურად აშშ-დან გადმორიცხვების მატება 101 მილიონ დოლარს, ანუ 20%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა იტალია 562 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები 46 მილიონი დოლარით, ანუ 9%-ით გაიზარდა. მესამე პოზიციაზე კი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 424 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. რუსეთიდან გზავნილების კლება 17%-ს შეადგენს.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა (ტოპ 10)

1) აშშ – 619 მლნ დოლარი; წინა წელთან შედარებით ზრდა 20%
2) იტალია – 562 მლნ დოლარი; ზრდა 9%
3) რუსეთის ფედერაცია – 424 მლნ დოლარი; კლება 17%
4) გერმანია – 289 მლნ დოლარი; ზრდა 18%
5) საბერძნეთი – 266 მლნ დოლარი; ზრდა 11%
6) ისრაელი – 252 მლნ დოლარი; ზრდა 12%
7) თურქეთი – 101 მლნ დოლარი; ზრდა 10%
8) ყირგიზეთი – 87 მლნ დოლარი; ზრდა 31%
9) ესპანეთი – 85 მლნ დოლარი; ზრდა 33%
10) ყაზახეთი – 76 მლნ დოლარი; კლება 30%