სახელმწიფო აუდიტის სამსახური 47 უწყებას და პროგრამას შეამოწმებს - 2026 წლის გეგმა ცნობილია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წლის განმავლობაში 47 აუდიტს ჩაატარებს, რითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 96%-ის ანუ 31.3 მილიარდი ლარის დაფარვა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმიდან ირკვევა, 47 აუდიტიდან 5 ფინანსური აუდიტი იქნება, 35 - შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 7 - ეფექტიანობის აუდიტი.

„2025 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტებისა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი და ამასთანავე, სრულად დაკმაყოფილდა საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით (მაგალითად, როგორებიცაა, SAI-PMF,1 IMF-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება, PEFA) განსაზღვრული მოთხოვნა. 2026 წელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს მთავრობის კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტს“, - წერია დოკუმენტში.

2025 წლის სახელმწიფო აუდიტორული საქმიანობის სრული გეგმა
ფინანსური აუდიტები:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტი - აუდიტის პერიოდი 2025 წელი;
შესაბამისობის აუდიტები:
სახელმწიფო ორგანიზაციების საოფისე ხარჯების სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
სპორტული ფედერაციების საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2022-2025
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტი (დონორებით დაფინანსებული პროექტები) - აუდიტის პერიოდი 2023-2025
ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის ─ „საქრუსენერგოს“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2021-2024
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
სსიპ – აწარმოე საქართველოში შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
შპს „ბათუმის წყალის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
ქედის მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის ─ „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ─ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
ა(ა)იპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის“ მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2025
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი - 2024-2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

ეფექტიანობის აუდიტები:
საჯარო სექტორში გაციფრულების (Digitalization) პროექტების განხორციელება.
იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა.
პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი რეაგირება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი
„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა
ერთიანი წყალმომარაგების განხორციელება (SDG აუდიტი)
კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის შემდგომი რეაგირება.