ბრაზილიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს

ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს.

სტიქიამ 220 ათასი კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ტყეებზე მოდის, სადაც ივნისიდან ოქტომბრამდე მშრალი სეზონია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს.

ამასთან, წლევანდელი მშრალი სეზონი კლიმატური ცვლილებების გამო, კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი შეაქვს ტყის საფარის გაჩეხას.