აფრიკის დასახლებას ორი ახალი სტადიონი შეემატა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 98
სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
ამჯერად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჯამში 860 კვ.მ ფართობზე, აფრიკის დასახლებაში, ცისკარიშვილისა და იდუმალას ქუჩებზე მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული პროექტები გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

No article in the selected categories