დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი ეწყობა

სოფელ დიდ ლილოში, 3220 კვ.მ ფართობზე, სპორტული კომპლექსი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ასევე,  მცირე ზომის გასახდელები, რომლებიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. 
გარდა ამისა, ტერიტორიაზე  გათვალისწინებულია 200 კვ მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცის და სარბენი ბილიკის მოწყობა. 
პროექტის ღირებულება 2 049 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.