„თბილისი მარათონის“ გამო, 27 სექტემბერს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო, 27 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 12:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა ეტაპობრივად შეეხება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებს: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, გალაკტიონის ხიდი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ბაქოს ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი და ხიდი, სკუდიერის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გორგასლის ქუჩა, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, გორგასლის მოედანი, მეტეხის ხიდი და კოტე აფხაზის ქუჩა.

28 სექტემბრის 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით, მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

გარდა ამისა,  შეზღუდული იქნება მოძრაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გალაკტიონის ხიდზე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე – წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით.

ავტომობილები ვერ იმოძრავებენ ბაქოს ქუჩაზეც, რა დროსაც, გადაადგილება დასაშვები იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდზე საავტომობილო შეზღუდვისას, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ წინამძღვრიშვილის, ლევ ტოლსტოისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების გამოყენებით. მშრალი ხიდის მხრიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ორივე ამსვლელ პანდუსზე.

მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე,  მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე – 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიამდე.  გორგასლის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბანოს ქუჩიდან კრწანისის მოედნის მიმართულებით, ასევე, ფირდოუსის, იბრაჰიმ ისფაჰანლისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან.

27 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 15:00 საათამდე  საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე სრულად – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას შოთა რუსთაველის გამზირზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან – პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ამ დროს, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და სვლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და  თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს ზეთისხილის ხესთან მობრუნებისა და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ,  N301, N310, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, ხოლო გულიას მოედნიდან სვლას განაგრძობენ დადგენილი სქემით; N301 ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მგზავრებს მოემსახურება სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე და უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩის გავლით დაუკავშირდება გმირთა მოედანს; ავტობუსები – N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩას და მოძრაობას  დადგენილი სქემით განაგრძობენ, ხოლო N328 და N353  ავტობუსები ჩიტაიას მოედნიდან სადგურის მოედნამდე მგზავრებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან.  უკუმიმართულებისას ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩასა და მოედანს.

ავტობუსები – N306, N308, N314, N342, N352 და N358 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე. უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; ავტობუსები – N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქ. N11-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. ავტობუსები – N359 და N388 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, რის შემდეგ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და ანალოგიურად გადაადგილდება უკუმიმართულებით.

რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით – გორგასლის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით და უკუმიმართულებით იმოძრავებს იმავე მარშრუტით; სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი  ავტობუსი N300  ჩიტაიას მოედნიდან ჩიტაიას ქუჩაზე გადავა, საიდანაც დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს.

N391 ავტობუსს მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით ავტობუსი ბუხაიძის, ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გაივლის და სააკაძის მოედნიდან გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.

მიკროავტობუსები – N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.