გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, კუს ტბის საბაგირო გზა 23 ოქტომბერს 18:00 საათზე დაიხურება - მერია

კუს ტბის საბაგირო გზა, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 22:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მიღებაზე 18:00 საათზე დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„24 ოქტომბრიდან საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 10:00-დან 22:00 საათამდე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში