დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისში, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის II ქუჩის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, სამხედროს გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიის, ქართულ-ამერიკული უბნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ალექსიძის, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, ტყვარჩელის, კოსტავას, ფიზკულტურის, აფაქიძის, კათოლიკოს აბრაჰამ პირველის, ხელაშვილის, ხელაძის, დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის და აფხაზეთის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, ზაქრაძის, მეუნარგიას, ლელაშვილის, გრომოვის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, სარკინეთის, გოგი ზაზიშვილის, აფხაზეთის, აჭარის, არგვეთის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, ვეშაპურის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარაბარეს უბნის, ნაკადულის, გოგუაძის, ჯავახეთის და შანავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.