რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ბოლო დარბევა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისკენ იყო.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ.