ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 80
ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქ. N40ა-ში იწყება, საცხოვრებელი ფართებით კი ელდარის ქ. N12-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.
„აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე, 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ში, ყოფილი 109-ე სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინამოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 7 630 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება: ორი კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
No article in the selected categories
