რიყისა და ნარიყალას საბაგირო ზამთარში სამუშაო საათებს ამცირებს

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები - საბაგირო გზა გადადის ზამთრის სამუშაო განრიგზე.

პირველი ნოემბრიდან საბაგირო გზა მუშაობას, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათზე დაასრულებს. უცვლელი დარჩება დილის დრო - 10:00 საათი.