ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.06 მილიონი დოლარი, ანუ 766.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.5%-ით, ანუ 4.4 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.6% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 50.87 მილიონი დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 47.33 მილიონი დოლარით, მესამე ადგილს 34.37 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 24.54 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 22.77 მილიონი დოლარით.