საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 68% რუსეთში გაიყიდა

წელს ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა. 2024 წლის ათ თვეში ჯამში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე. გაყიდული ღვინის 68% რუსეთზე მოდის, სადაც წლევანდელი წლის 10 თვეში 161 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიყიდა. რუსეთის წილის ზრდა ქართული ღვინის ექსპორტში 2021 წლიდან დაიწყო და შარშან 65%-ს მიაღწია.

წელს ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი ასე გამოიყურება:

რუსეთი - 161 მლნ დოლარი;
პოლონეთი - 13 მლნ დოლარი;
უკრაინა - 10 მლნ დოლარი;
ყაზახეთი - 8.6 მლნ დოლარი;
ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
აშშ - 6.4 მლნ დოლარი;
ბელარუსი - 6.1 მლნ დოლარი;
გერმანია - 5 მლნ დოლარი;
ლატვია - 3.2 მლნ დოლარი;
ლიეტუვა - 1.9 მლნ დოლარი;
2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი, პოლონეთში კი ზრდა 11%-ით. მათგან განსხვავებით ექსპორტი შარშანდელთან შედარებით შემცირებულია უკრაინასა და ჩინეთში.