საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში, საქართველოში წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე 2.4%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინფლაციის მაჩვენებლის დასადგენად. ინდექსის გაანგარიშების წონები მცირედით განსხვავდება იმ მეთოდოლოგიისგან, რომლითაც საქსტატი ინფლაციას ანუ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI) ადგენს. ამ უკანასკნელის თანახმად, საქართველოში დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
ჰარმონიზებული ინდექსის ჯგუფებში ფასების წლიური ცვლილება ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 3.1%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 6.1%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - კლება -1.8%
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - კლება -2.8%
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება - ზრდა 1.5%
ჯანმრთელობის დაცვა - ზრდა 4.4%
ტრანსპორტი - კლება -1.4%
კავშირგაბმულობა - კლება -12.3%
დასვენება, გართობა და კულტურა - ზრდა 2.3%
განათლება - ზრდა 5.4%
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - ზრდა 8.7%
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - ზრდა 6.1%