ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა. უნცია ოქროს ფასმა, ისტორიაში პირველად, 3 200 დოლარს მიაღწია.
ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსების ფასი 55.47 დოლარით გაიზარდა და 3 232 დოლარს მიაღწია.
მანამდე ცოტა ხნით ადრე ფასმა მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, 3 240.2 აშშ დოლარს.
ოქროზე მოთხოვნა იზრდება, როგორც უსაფრთხო აქტივზე, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ან გლობალური ეკონომიკური დაძაბულობის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს მისი ფასების ზრდას.