სიმინდის, ხორბლის, კარტოფილის წარმოება გაიზარდა, ქერის და ბოსტნეულის შემცირდა - როგორი იყო მოსავლიანობა?

2024 წელს სიმინდის და ხორბლის წარმოება გაიზარდა, ქერის კი შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სოფლის მეურნეობის 2024 წლის მემცენარეობის შესახებ წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა.

გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში:

ხორბლის წარმოებამ 148.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს;
ქერის წარმოება 8.5%-ით შემცირდა და 48.4 ათასი ტონა შეადგინა;
სიმინდის წარმოება 223 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 16.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე;
კარტოფილის წარმოება 12.1%-ით გაიზარდა და 221.1 ათასი ტონა შეადგინა;
ბოსტნეული წარმოება 5.4%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 134.3 ათასი ტონა შეადგინა.
მემცენარეობის შესახებ წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.8 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.0 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 15.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.2 ტონა/ჰა.