საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით, ხოლო წლიურად 6.3%-ით გაიზარდა.
მათ შორის საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 3.1%-ით, ხოლო წლიურად 9.2%-ით. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა.
მარტში თვიურ ჭრილში ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 11.7%-იანი ზრდით, რამაც 2.2 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
რაც შეეხება ინდექსის წლიურ ზრდას, საქსტატის ინფორმაციით, ეს უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 22%-ით ზრდით და სამშენებლო მასალების 2.7%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.25 და 1.64 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი ჯამში 23.5%-ით არის გაზრდილი.