2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტი 18.6%-ით 4.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ექსპორტის მაქსიმალური ნიშნული 5.8 მლნ აშშ დოლარი გასულ წელს დაფიქსირდა, როგორც რაოდენობაში ასევე მოცულობაში.
მიმდინარე წლის TOP-5 საექსპორტო ბაზარი კი ასეთია:
აზერბაიჯანი - $1.04 მლნ;
ტაჯიკეთი - $922.3 ათასი;
სომხეთი - $765.6 ათასი;
ყაზახეთი - $572.8 ათასი;
უზბეკეთი - $426.4 ათასი.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 163,5 მლნ აშშ დოლარის დაფასოებული და 6.3 მლნ აშშ დოლარის დაუფასოებელი მედიკამენტები იყიდა.