2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს 304 კომპანია ახორციელებდა. წელს, მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი - 152.
საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძირითადად მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, ვინც აშშ-ში ექსპორტს ახორციელებდა.
საქართველოდან აშშ-ში ექსპორტიორთა რაოდენობა წლების მიხედვით:
2014 წელი – 86
2015 წელი – 152
2016 წელი – 147
2017 წელი – 218
2018 წელი – 228
2019 წელი – 255
2020 წელი – 291
2021 წელი – 319
2022 წელი – 314
2023 წელი – 347
2024 წელი – 304
2025 [4 თვე] – 152.
აშშ-ში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
ი/მ ნიკოლოზ ქუთათელაძე;
სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);
სს თელავის ღვინის მარანი;
სს ლომისი;
შპს ამფორა ვაინი;
შპს არომაპროდუქტი;
შპს ეის ფორვარდინგ;
შპს ელბეტრანს;
შპს ესტემედ;
შპს ივერია ფრანსი;
შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო;
შპს კახური ღვინის მარანი;
შპს კომკომ;
შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
შპს პალატი 2022;
შპს რუსთავის ფოლადი;
შპს სი-ფი-აი ჯორჯია;
შპს ჯორჯია ფროზენ ბერრის;
შპს ჯორჯიან ნექტარ.
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აშშ-ში 21 მილიონი დოლარის საქონელია გაყიდა. კერძოდ, ინვარ-აპრილში წლების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებელი ასეთი იყო: 2021 წელი - $38 მლნ, 2022 წელი - $88 მლნ, 2023 წელი - $18 მლნ, 2024 წელი - $34 მლნ, 2025 წელი - $21 მლნ.
ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც საქართველომ წელს აშშ-ში გაყიდა, მილები, საფრენი აპარატის ნაწილები, ღვინო, ხილის და ბოსტნეულის წვენები და ფერადი ლითონებია.