გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების აუდიტები - გენერალურ პროკურატურაში!

„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტებს გთავაზობთ. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ორივე მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს.

 

დარღვევები გორის მუნიციპალიტეტში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 18% და 24% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

„2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე, თანხები სისტემატურად ირიცხებოდა კონკრეტული ფიზიკური პირის ანგარიშებზე. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 375 000 ლარი არამართლზომიერად დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო ფაქტის გამოვლენა და თავიდან აცილება, რაც მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

გორის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 546 800 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ წარმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და მართვის პროცესები. შედეგად, 407 000 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, ვერ უზრუნველჰყო დასახული მიზნის მიღწევა. სტატია სრულად იხილეთ  აქ