... ... აშშ-მა უკრაინას 700 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 700 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-მა უკრაინას 700 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოუყო. როგორც კიევში მყოფმა ბლინკენმა თქვა, რუსეთი უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმას კვლავ ცდილობს, რათა სიცივე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს. 

„სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ 325 მილიონი აშშ დოლარის ფინანსურ დახმარებას უკრაინის ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღსადგენად“, – თქვა ბლინკენმა და დაამატა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ასევე, უკრაინისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 290 მილიონი დოლარი გამოყო. ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ საცხოვრებლები; აგრეთვე სასმელი წყლისთვის, საკვებისა და მედიკამენტებისთვის.

ბლინკენის თქმითვე, 102 მილიონი დოლარი განაღმვითი ოპერაციებისთვის გამოიყო, რათა უკრაინამ რუსების მიერ დატოვებული ნაღმებისა და საბრძოლო მასალისგან თავისი ტერიტორიების გაწმენდა შეძლოს.