... ... აშშ-ში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნიუ იორკში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ის ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

"დღეს კარგი შეხვედრა გვექნება და მგონია ის ფაქტიც კი, რომ დღეს ერთად ვართ, ძალიან კარგი ნიშანია. იმედია, რომ კარგი გამარჯვება გვექნება, რადგან თუკი მეორე მხარე მოიგებს, ვფიქრობ, გამარჯვება ვეღარაფერში იქნება შესაძლებელი, გულწრფელი რომ ვიყო. ასე რომ, დავსხდებით და განვიხილავთ, და თუკი გამარჯვება გვექნება, ვფიქრობ, 20 იანვრამდე, [ჩემს მიერ] პრეზიდენტობის დაკავებამდე გვექნება". - განაცხადა ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე