... ... შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში 9 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 66 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

დაკავებულს ბრალი კიდევ რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის ოჯახში ძალადობის. სწორედ ამ ნაწილში, ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას კი ის არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ 66 წლის კაცი 2 დღის წინ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დააკავეს მას შემდეგ, რაც ის საკუთარმა შვილიშვილმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. 

თავდაპირველად, საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 141 და 11 პრიმა 151 მუხლებით დაიწყო და მოგვიანებით 126 მუხლიც დაემატა. ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.