... ... იყო თუ არა ეს განზრახ მკვლელობა - რა ელის ბექა ჯაიანს ციხეში?

იყო თუ არა ეს განზრახ მკვლელობა - რა ელის ბექა ჯაიანს ციხეში?

საქართველოში მორიგი გახმაურებული დანაშაული მოხდა. ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.

იყო თუ არა ეს განზრახ მკვლელობა? პოლიცია ვარაუდობს, რომ იყო, რადგან კადრებში, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ ჯაიანს ცელოფანში, სხვა ნივთებთან ერთად, დანაც უდევს. ვისაც ბოლო დროს დანა შეუძენია, დამეთანხმება, რომ პირველ ეტაპზე ის ძალიან, ძალიან მჭრელია. დანა „ოპინელის“ ფირმის იყო ანუ არა მარტო ძალიან მჭრელი, არამედ, ამ ფირმის დანებს ისეთი პირები აქვთ, რომ სხეულში შესვლა არ გაუჭირდება და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დანით აქვს გადაჭრილი საძილე არტერია კესარია აბრამიძეს, რამაც სისხლის დაკარგვა და სიკვდილი გამოიწვია. ყველაფერი ეს კი 15 წუთში მოხდა, თუმცა მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გაქრა. 

სტატია სრულად იხილეთ აქ: