... ... Apple-მა iPhone 16-ის სერიის სმარტფონები წარადგინა - რა ეღირება ახალი მოდელები

Apple-მა iPhone 16-ის სერიის სმარტფონები წარადგინა - რა ეღირება ახალი მოდელები

კომპანია Apple-მ დღეს 9 სექტემბერს iPhone 16-ის სერიის სმარტფონები, Iphone 16, iphone 16 Plus და iphone 16 Pro Max- წარადგინა. ოფიციალური წარდგენა ცოტა ხნის წინ დასრულდა. Apple-მა ასევე მე-10 თაობის ახალი Apple Watches წარადგინა, რომელსაც განახლებული დიზაინი, გაპრიალებული ტიტანის ზედაპირი და ახალი S10 ჩიპი ექნება. 

როგორც პრეზენტაციისას აღნიშნეს, ახალ მოდელს კომპანიის ისტორიაში საუკეთესო ბატარეა ექნება. ახალი ვერსიაში გაუმჯობესებულია ხელოვნური ინტელექტის, პროცესორის და კამერის შესაძლებლობებიც. 

როგორც უცხოურ მედია წერს, iPhone 16-ის ფასი $799-დან დაიწყება, iPhone 16 Plus კი $899 ეღირება. 

მომხმარებელს ახალი iPhone-ების შეკვეთა 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.