... ... წვიმა, სეტყვა, ელჭექი, ქარი - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებენ

წვიმა, სეტყვა, ელჭექი, ქარი - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს.

უწყების ცნობით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).