... ... სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ - ვითარება პარლამენტთან

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ - ვითარება პარლამენტთან

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. როგორც "პუბლიკამ" გაავრცელა, პოლიცია შუქრეთელებს კარვის და პარალონის გაშლის უფლებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.

ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 183-ე დღეა ითხოვს. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.