... ... როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმშიც მზიანია ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +14, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. იწვიმებს.