... ... მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა

მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი თბილისის აეროპორტში 29 სექტემბერს საღამოს 17:00 საათზე ჩამოფრინდება. ამის შესახებ სპორტსმენმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 „18:00 საათზე კი ფილარმონიასთან შევხვდები ჩემს ქართველ გულშემატკივარს. თქვენთან ერთად მინდა აღვნიშნო UFC-ის ქამრის მოგება.“ - ამბობს დვალიშვილი