მოლდოვის რეფერენდუმში ევროინტეგრაციის მომხრეები დაწინაურდნენ

ორშაბათს მოლდოვის დროით 10:00 საათისთვის, ცენტრალური სარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 1 546 757 ამომრჩეველი შეადგინა, რაც რეგისტრირებულის 51,04%-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნები ვალიდურად შეფასდა.

10:00  საათისთვის დათვლილი იყო ხმების 98.6%, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებით ევროინტეგრაციის მომხრე/მოწინააღმდეგეთა სხვაობა 4711 ხმას შეადგენს პროევროპელების სასარგებლოდ. ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 50.18% წინააღმდეგია 49.82%.

რაც შეეხება, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების გადანაწილებას, ლიდერობს მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ, თუმცა მიღებული ხმების მიხედვით, მოლდოვაში მეორე ტური გაიმართება

მაია სანდუ - 41,82%

ალექსანდრე სტოიანოგლო - 26,36%

გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრაზე 240 000-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ამომრჩეველი მივიდა.

 

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში არ იყო სამართლიანი პოლიტიკური პროცესი.

თავის გამოსვლაში მაია სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა" რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან იდგნენ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომლებიც "დაესხნენ მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით".