მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს, 3 ნოემბერს მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებიან, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.

3 ნოემბრის არჩევნებისთვის გაიხსნა 2218 საარჩევნო უბანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ხმის მიცემის უფლების მქონე 3,3 მილიონამდე მოქალაქე.