Featured Articles
ოლაფ შოლცმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
- Details
- By rusa
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკოსებს შორის პირველი კონტაქტია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.
