Featured Articles
სირიის ამბოხებული ოპოზიციური ძალები ქალაქ ჰომსში შევიდნენ
- Details
- By rusa
სირიის ამბოხებული ოპოზიციური ძალები სირიის ქალაქ ჰომსში შევიდნენ. მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევას ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რასტანის და ტალბისეჰის საოლქო ცენტრებზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ამბოხებული ძალები ჰომსის დასავლეთით, ვაერის უბანში შევიდნენ და ქალაქი ცენტრისკენ აგრძელებენ მსვლელობას. ჰომსი ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს და ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარეობს. ჰომსი ასევე აკავშირებს დამასკოს და ალავიტების მთავარ დასაყრდენ რაიონებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. სწორედ ალავიტების მიმდინარეობას წარმოადგენს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლება.
ამბოხებული და ისლამისტური ჯგუფების მიახლოებასთან ერთად, ქალაქი ჰომსი ათი ათასობით ადამიანმა დატოვა. ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებულმა ძალებმა სირია-იორდანიის სასაზღვრო მონაკვეთი დაიკავეს.
