Featured Articles
რუმინეთში პროევროპული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ
- Details
- By ani
რუმინეთში პროევროპული პარტიები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.
არჩევნებში ყველაზე დიდი შედეგის მქონე "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" კიდევ 3 პოლიტიკურ ძალასთან კოალიცია შეკრა.
მათ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლებათ. ახალი არჩევნები კი უახლოეს თვეებში გაიმართება.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ, რუსული ჩარევის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.
