მარკონი საფრანგეთის პრემიერის კანდიდატურას დღეს დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად დღეს დაასახელებს. ინფორმაციას Le Monde ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მწვანეთა“ ლიდერმა მარინ ტონდელიერმა მოუწოდა მაკრონს გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. „ფრანგულ საზოგადოებას სჭირდება ენთუზიაზმი, მომენტუმი, ახალი ქარი, რაღაც ახალი“, - განაცხადა მან France 2-თან ინტერვიუს დროს ახალი პრემიერის კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის. მაკრონი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მას შემდეგ ეძებს, რაც პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რაც 1962 წლის შემდეგ პირველი ასეთი პრეცედენტი გახდა. თავად მაკრონმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.