Featured Articles
სი ძინ პინი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება
- Details
- By rusa
ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება - ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს ინფორმაციას.
CBS News-ის ცნობით, არაოფიციალური არხებით გადაცემულმა მიწვევამ "პეკინი გააკვირვა", რადგან ჩინელი ჩინოვნიკები "მიჩვეული არიან მკაცრ პროტოკოლს" აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.
მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, რაც სტანდარტული პროცედურაა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, ინაუგურაციას დაესწრებიან ასევე ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინ პინი.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ტრამპის გუნდმა არ უპასუხა ჟურნალისტების თხოვნას კომენტარზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერი ინაუგურაციაზე მიიწვია.
