Featured Articles
იტალიის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდა
- Details
- By rusa
იტალიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. სააგენტო „ბლუმბერგის” ცნობით, ჯორჯია მელონის დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარალაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრა რომში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი იტალიაში 9 იანვარს ჩავა. ის პრემიერ მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება.
