ზამთრის შტორმი აშშ-ში - დაიღუპა 5 ადამიანი

აშშ-ში ზამთრის შტორმი „ბლერი“ მძვინვარებს, რომლის გამოც 5 ადამიანი დაიღუპა.  უამინდობის გამო აშშ-ის ნაწილში დაკეტილია სკოლები, გადაიდო 2300-ზე მეტი ავიარეისი. ზოგიერთი რაიონის 200 000-ზე მეტ მაცხოვრებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 

აშშ-ს შვიდ შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. კერძოდ კი მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, კანზასში, მისურიში, კენტუკიში და არკანზასში.

აშშ-ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექმა შეიძლება იკლოს, თუმცა ყინვა და უამინდობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.