Featured Articles
სლოვაკეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება
- Details
- By rusa
სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება ლოზუნგით, „სლოვაკეთი – ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან.
რამდენიმე დღის წინ რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ასევე „ექსპერტთა საიდუმლო ჯგუფის“ მონაწილეობით.
