მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ავტომობილი ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მძღოლი ადგილზევე დააკავეს. არის თუ არა მომხდარი ტერაქტი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ოპერაცია ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან მიმდინარეობს.

გერმანული გაზეთი Bild-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულია 15 ადამიანი.