დღეს საუბარი არ მიდის სამშვიდობო შეთანხმებაზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღესდღეობით საუბარი არ არის სამშვიდობო შეთანხმებაზე, რადგან ასეთი შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ ომის დასრულების გეგმა. მან ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების პროცესში აშშ-ის როლს და განაცხადა, რომ პუტინის გარდა არც ერთ რუს პოლიტიკოსთან არ აპირებს შეხვედრას.

ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელზე გამოსვლისას განაცხადა:

"დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ სამშვიდობო შეთანხმებაზე და არ არის საჭირო შუამავლების ძიება უკრაინასა და პუტინს შორის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების და ძლიერი პრეზიდენტის ტრამპის ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება მისი მხარდაჭერა და მისი ჩვენს მხარეზე ყოფნა... რუსებს არ შევხვდები. არ ვიცი, მოეწონებათ თუ არა... მე მხოლოდ პუტინს შევხვდები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრამპთან ერთად მოვამზადებთ საერთო გეგმას, რათა პუტინმა შეწყვიტოს ომი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევხვდები. კომპრომისების არანაირი სხვა პლატფორმები არ იქნება,"