Featured Articles
Volkswagen-მა იაფი EV-ის გამოშვება გადაწყვიტა
- Details
- By ani
გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა, Volkswagen Group-მა 2027 წლისთვის ახალი, იაფი ელექტრომობილის გამოშვება გადაწყვიტა, რომლის სახელწოდება, სავარაუდოდ, ID.1 იქნება.
პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ ID.1 კომპაქტური კლასის, მინიმალისტური დიზაინის მქონე ელექტრომობილი იქნება, რომელმაც კონკურენცია ჩინურ ავტომწარმოებლებს უნდა გაუწიოს.
როგორც ცნობილია, ID.1-ის ფასი $21,000-დან $35,000-ის ფარგლებში იქნება და ის ევროპისა და ჩინეთს ბაზრებზე იქნება გათვლილი, სადაც უმეტესად სწორედ კომპაქტური ზომის ავტომობილებს ყიდულობენ.
ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, ახალი ID.1 დაშენებული იქნება VW MEB პლატფორმაზე და ის დეტალებს Cupra Raval-თან გაიზიარებს, ანუ Volkswagen-ის ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ერთი დამუხტვით 430 კილომეტრის გავლა შეეძლება და მისი სიმძლავრე 220 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც კომპაქტური ჰეტჩბეკისთვის სავსებით საკმარისია.
ზომიდან და ფასიდან გამომდინარე, ID.1-მა კონკურენცია ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილ ელექტრომობილებს და Tesla-ს ახალ მოდელს უნდა გაუწიოს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, $25,000-ის ფარგლებში იქნება.
როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, ID.1 იქნება „ელექტრომობილი ყველასთვის“, როგორც ერთ დროს Beetle-ი იყო „ავტომობილი ყველასთვის“.
