Featured Articles
ხვალ ზელენსკი ერდოღანს ანკარაში შეხვდება
- Details
- By ani
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობითვე, ორი ლიდერი თურქეთ-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელებს.
დღესვე ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მის ვიზიტს, რომელიც 19 თებერვალს არის დაგეგმილი, არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან, რომელიც 18 თებერვალს გაიმართება საუდის არაბეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში და სავარაუდოდ, ის უხელმძღვანელებს ამერიკის დელეგაციას. მოლაპარაკებების შესახებ ცნობებს წინ უსწრებდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც გასულ კვირაში შედგა. ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება უკრაინაში ომის დასრულება იყო. კრემლის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ერ-რიადში ამერიკელებთან შესახვედრად ჩადიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
